|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქვემო ქართლში საქართველოში ისრაელის ელჩს რან გიდორს უმასპინძლეს

 ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა სამხარეო ადმინისტრაციაში  საქართველოში ისრაელის ელჩს რან გიდორს უმასპინძლა. 
 
ვიზიტის ფარგლებში, დიპლომატიური კორპუსისა და ,,შალომ კლუბ ქვემო ქართლის“ ორგანიზებით რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის - რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის კლინიკებს, კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის მიზნით,  2 ტონამდე სამედიცინო ინვენტარი, გადაეცა. 
 
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და შესაბამისი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. 
 
 ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა ისრაელის ელჩს და ორგანიზაცია ,,შალომ კლუბ ქვემო ქართლის“ წარმომადგენლებს რეგიონში განხორციელებული მრავალმხრივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. 
 
აღსანიშნავია, რომ ,,შალომ კლუბი ქვემო ქართლი“ რეგიონში ისრაელის მხარის ხელშეწყობით სოციალურ აქტივობებს ბოლო რამდენიმე წელია ინტენსიურად ახორციელებს - მათ შორის, განათლების  სისტემის მხარდაჭერის მიზნით,  2021 წლის ივნისში მარნეულის სკოლებსა და რესურსცენტრს გადაეცათ პლანშეტები. დეკემბრის თვეში კი მუნიციპალიტეტის ორ საჯარო სკოლაში დამონტაჟდა სასმელი წყლის მაღალტექნოლოგიური  გასაფილტრი ინოვაციური დანადგარი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38.1%
გაუარესდა - 45.24%
არ შეცვლილა - 16.67%
სულ - 42 ხმა