|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება აქტიურად მიმდინარეობს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში,  უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება აქტიურად მიმდინარეობს.
პროცესში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მერი, კერძო და სამოქალაქო სექტორია ჩართული, რომელთაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სწრაფი და ოპერატიული რეაგირებისთვის.
 
რეგიონის მუნიციპალიტეტების - რუსთავის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროსა, მარნეულის, წალკის მერების ასევე, კერძო და სამოქალაქო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით, პირველადი მოხმარების ნივთებისა და საკვები პროდუქტებისა შეძენა განხორციელდა. პროცესი მომდევნო დღეების განმავლობაშიც აქტიურად გაგრძელდება.
 
,,კიდევ ერთხელ გამოვხატავ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ და მათ დასახმარებლად მიმდინარე ჰუმანიტარულ აქციას აქტიურად ვუერთდებით. პროცესში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მერი, კერძო და სამოქალაქო სექტორია ჩართული, რომელთაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სწრაფი და ოპერატიული რეაგირებისთვის. სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება შემდეგ დღეებშიც აქტიურად გაგრძელდება,“ - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა. 
 ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქვემო ქართლის რეგიონი საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა