|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ბენეფიტები აქვს დარტყმით-ტალღოვან თერაპიას

დარტმით-ტალღოვანი თერაპია არის მკურნალობის  არაინვაზიური მეთოდი,რომლის საშუალებითაც მექანიკური ენერგია გადაეცემა ქსოვილებსა და უჯრედებს.ამ დროს დაზიანებული უჯრედი იღებს მიკროტრავმას, რაც ორგანიზმს აიძულებს,რომ საპასუხოდ გააქტიუროს კოლაგენის და ახალი სისხლძარღვების წარმოქმნის პროცესი.ეს თავის მხრივ გულისხმობს რეგენერაციული პროცესების დაჩქარებას,დაზიანებულ ქსოვილში საკვები ნივთიერებებისა,ჟანგბადის მიწოდებას და ..  

დარტმით ტალღოვანი თერაპია გამოიყენება მედიცინის ისეთ დარგებში, როგორიცაა:ტრავმატოლოგია-ორთოპედია,სპორტული მედიცინა,უროლოგია, ნევროლოგია და სხვა.მდგომარეობები,რომლის დროსაც თერაპია  ეფეტურია არის: სხვადასხვა ტიპის ძვლოვანი წანაზარდები,მყესების დაზიანება,კალციფიცირებული წარმონაქმნები,ტენდინოპათია,ქრონიკული ანთება,კუნთების ჰიპერტონუზი, ფიბროზი და სხვა

  დარტყმით-ტალღოვანი თერაპიას ბევრი ბენეფიტი აქვს,რამდენიმე მათგანია

  • დარტმით ტალღოვანი თერაპიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ტკივილის შემცირების უნარია. ის ხშირად გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, რომელთაც ქრონიკული ტკივილით მიმდინარეობს , მაგალითადპლანტარული ფასციიტი, ტენდინიტი, ქუსლის დეზი კალციფიკატები და სხვა
  • თერაპია ასტიმულირებს სხეულის ბუნებრივ სამკურნალო პროცესებს.ხელს უწყობს ნეოვასკულარიზაციას,რაც აძლიერებს სისხლის მიმოქცევას დაზიანებულ უბანზე.გარზდილი სისხლის ნაკადი კი აჩქარებს  აღდგენა-რეგენერაციის პროცესს
  • დარტყმით-ტალღოვან თერაპიას შეუძლია ზრდის ფაქტორის გამომუშავების სტიმულირება.ზრდის ფაქტორი გადამწყვეტ როლს ასრულებს ქსოვილების რეგენერაციასა და აღდგენაში. განსაკუთრებით სასარგებლოა მყესების, კუნთების და იოგების დაზიანების დროს
  • პროცედურა არაინვაზიურია
  • თერაპიის სამკურნალო შედეგები მალევე დგება.
  • ზრდის მოძრაობის დიაპაზონს და აუმჯობესებს ფუნქციონირებას და . 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა