|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს კომპიუტერთან დიდხანს მუშაობამ?

კომპიუტერთან დიდხანს მუშაობა სხვადასხვა სახის გართულებას იწვევს. მისი მავნე ზეგავლენა ნებისმიერი ასაკის ადამიანზე მოქმედებს და დროთა განმავლობაში ქმნის როგორც მხედველობის ასევე, ხერხემლის პრობლემებს.

კომპიუტერთან დიდხანს მუშაობის დროს თვალს განტვირთვის საშუალება არ აქვს. ამის გამო თვალი იძაბება  და  მისი ქმედითუნარიანობა იკლებს. განსაკუთრებით დიდ დატვირთვას იღებს თვალი  მაშინ, როდესაც ადამიანს კომპიუტერში ინფორმაცია შეჰყავს. ამ დროს ის იძულებულია ხშირად გადაიტანოს მზერა ეკრანიდან ტექსტზე, ტექსტიდანკლავიატურაზე, რომლებიც სხვადასხვა მანძილითაა ერთმანეთისგან დაშორებული. ეს ყველაფერი  რა თქმა უნდა მხედველობაზე უარყოფითად აისახება. ამიტომ აუცილებელია, რომ ყოველ 20 წუთში ჩაიტაროთ სპეციალური თვალის ვარჯიშები. გადაიტანოთ მზერა კომპიუტერის მონიტორიდან და თვალის კაკლის მოძრაობით აქეთ-იქით გაავარჯიშოთ მხედველობის ორგანო. ასევე, საჭიროა ფიზიკური ვარჯიშების ჩატარება ყოველ 1 საათში, თითოეული სახსრის მოძრაობით. კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა ასევე, იწვევს

  • ზურგის ტკივილს - გვერდულად ან  მოხრილი  ჯდომა შესაძლოა, ხერხემლის ოსტეოქონდროზის ან რადიკულიტის განვითარების მიზეზი გახდეს. ხანგრძლივად არასწორი ჯდომა ადამიანის ორგანიზმში საკმაოდ სერიოზულ ცვლილებებს იწვევს. ამ დროს ირღვევა ხერხემლის არტერიების ფუნქციონირება, სისხლის ნორმალური მიმოქცევა ტვინში, რაც იწვევს თავის ტკივილს
  • წელის ტკივილს - დამახასიათებელია მათთვის, ვისაც უწევს საათობით კომპიუტერთან ჯდომა. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია სავარძლის ბალიშის შეძენა. არსებობს ასევე ზურგის ბალიში, რომელიც  წელს ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს და დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან. ის იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ.
  • მაჯის ტკივილს - ყურადღება მიაქციეთ ხელების მდგომარეობას კლავიატურასთან მუშაობის დროს. თუ კლავიატურა სხეულის კორპუსიდან ძალიან მაღლა, შორს ან, პირიქით, ახლოს გაქვთ შესაძლოა, შეიძინოთ მაჯის სახსრის სინდრომი. ამიტომ ხშირად შეიცვალეთ ჯდომის პოზა, აკონტროლეთ კუნთების დაძაბულობა, შეამოწმეთ, დაჭიმული ხომ არ არის ხერხემალი და მოირგეთ სამუშაო სივრცე კომფორტულად

ამ ტკივილების შესამცირებლად რეკომენდირებულია ორთოპედიული პროდუქტების გამოყენება, რომელთა დიდი არჩევანია კომპანიაახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში თქვენ შეხვდებით ექსკლუზიური ბრენდების - Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Darco-, Bauerfeind-ის, Berger-ის  და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას. სასურველი პროდუქტების შერჩევა კომპანიის 13 საფირმო სამედიცინო მაღაზიაში თბილისში, გორში,ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. გარდა ამისასამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც არის შესაძლებელი: www.akhalikhedva.ge.



ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა