რა ქონებას ფლობს ქუთაისის მერობის კანდიდატი?
"ქართული ოცნების" მიერ ქუთაისის მერობის კანდიდატად იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია დასახელდა.
მას ჰყავს მეუღლე თამთა ფოფხაძე და ორი ვაჟი. მისი ოჯახის მფლობელობაშია საცხოვრებელი სახლი ქუთაისში, იაშვილის ქუჩაზე 250 კვ.მ, ასევე საცხოვრებელი სახლი რაჭაში, სოფელ ჭრებალოში, 200კვ.მ. ჭიღვარიას მეუღლის სახელზეა ბინა თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე, 48,8 კვ.მ. გიორგი ჭიღვარია ფლობს მიწის ნაკვეთს ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე -700 კვ.მ.
2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ გვხვდება ორი მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ჭიღვარიას და მისი მეუღლის სახელზე იყო.
გიორგი ჭიღვარიას შემოსავალი განისაზღვება იმერეთის გურბერნიაში საქმიანობისათვის მიღებული ანაზღაურებით - 34 842,50. სხვადასხვა ბანკებში მას სახელფასო შენატანის სახით უფიქსირდება 9560,64 ლარი, ასევე სახელფასო ანაზღაურების სახით დაერიცხა 1000,57 ლარი, თამთა ფოფხაძის სახელფასო თანხა 965,00 ლარია, ასევე გიორგი ჭიღვარიას ერთ-ერთ ბანკში დეპოზიტის სახით 924,20 დოლარი ერიცხება.
გიორგი ჭიღვარია ასევე იყო პარტია „ქართული ოცნება“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ის პროფესით სამართალმცოდნეა, ასევე აღმოსავლეთმცოდნე, კერძოდ, თურქოლოგი. ამ მიმართულებით აქვს სამეცნიერო ნაშრომები. არის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. 2014 წელს ქუთაისის მერის მრჩევლად დაინიშნა, საიდანაც 2015 წელს მხარის გუბერნატორის მოადგილედ გადაინაცვლა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















