|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“- გარდაბანში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

დღეს, გარდაბნის ცენტრალურ პარკში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

 
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა საზეიმო მსვლელობა რომელში მონაწილეობაც ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ადგილობრივი ანსამბლების წევრებთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.
 
ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის და ა(ა)იპ ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკების დეპარტამენტისა და ხალხური რეწვის ოსტატთა და ხელოვანთა მიერ მოეწყო 26 მაისთან დაკავირებული საგამოფენო სივრცეები.
 
ღონისძიება ანა ონიანის მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, რის შემდგომაც სცენა დაიკავეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა:
◾,,ბეთანია“
◾,,იალნო“  
◾ „ლაჟღვაში“
 
 ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა:
 
◾„ზეგარდი“
◾„სვანთა“
◾„სართიმედი“
◾,,ჯვარული“
◾,,საჯეირნო“
◾ ,,ათინათი"
 
მაყურებლის წინაშე ასევე წარსდგნენ გარდაბნისა და ნორიოს სამუსიკო სკოლების მოსწავლეთა გუნდები და სოლო შემსრულებელი მარიამ თეგეთაშვილი, ხოლო დასკვნით ნაწილში დაუკრა დასარტყამ ინსტრუმენტთა ანსამბლმა “არტ ლაიფი”.
 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.62%
გაუარესდა - 53.45%
არ შეცვლილა - 12.93%
სულ - 116 ხმა