|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართველი მორაგბეები ტონგას დაუპირისპირდებიან

რაგბში  მსოფლიოს თასი 2015 იწყება. ჩემპიონატს ინგლისი და უელსი ერთობლივად მასპინძლობენ. გახსნით შეხვედრაში, რომელიც ლონდონის "ტვიკენჰემის" სტადიონზე გაიმართება, ინგლისისა და ფიჯის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, მანამდე კი გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს. 
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას ხვალ 15:00 საათზე გამართავს. მილტონ ჰეიგის გუნდი ინგლისის ქალაქ გლოჩესტერში "ქინგსჰოლმ სთედიუმზე" ტონგას დაუპირისპირდება. 
ტურნირში საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სამატჩო რაზმი დაასახელა.
ბორჯღალოსნების ძირითადი შემადგენლობა ტონგას წინააღმდეგ:
უკანა ხაზი: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე.
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4 კოტე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე (კაპ).
სათადარიგო: 23. მურაზ გიორგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 21. გიორგი ბეგაძე, 16. შალვა მამუკაშვილი, 17. კახა ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა