|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ქუთაისში რამდენიმე პროექტები მიმდინარეობს

რეგიონების ინტეგრირებული განვითარების  საპილოტე  პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში რამდენიმე პრწეოექტი მიმდინარეობს. 
ქალაქის ცენტრალური მოედანზე მდებარე შადრევნის სარეაბილიტაციო, რუსთაველის გამზირისა და ლაღიძის ქუჩის კვეთაზე არსებული სკვერის მოწყობის და ნიკეა- თაბუკაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის სამუშაოებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი  გაეცნო.
 
“ქუთაისში აქტიურად მიმდინარეობს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებზე მუშაობა. დღეს მოვინახულეთ რამდენიმე მათგანი.
2021 წელს დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაიხარჯა ამ პროექტების განხორცილებაზე, პროცესი გაგრძელდება 2022 წელსაც. ეს პროგრამა ძალიან კარგი შანსია ქალაქის განვითარებისთვის, რომელიც ევროკავშირმა მოგვცა.
განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერის შესახებ, რომელიც საშუალებას გვაძლევს თვითმმართველობებს, თავად განვსაზღვროთ პრიორიტეტები, შევარჩიოთ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები და განვახორციელოთ“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
 
 
2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ რეგიონში 220 მილიონი ლარით გულისხმობს. 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.96%
გაუარესდა - 47.83%
არ შეცვლილა - 15.22%
სულ - 46 ხმა