"დააჭირე თითი წითელ ღილაკს და გაიარე" - რეგულირების შუქნიშნები ქუთაისში
ქუთაისის მერიის ინიციატივით ქალაქის ორ ადგილზე ფეხით მოსიარულეთა რეგულირების შუქნიშნები დამონტაჟდა.
პირველი ორი რეგულირების შუქნიშანი, ირაკლი აბაშიძისა და რუსთაველის გამზირზე „ზებრა“ გადასასვლელებთან დამონტაჟდა.
პროექტის ფარგლებში 2 შუქნიშანი, 4 ანძა, 8 სატრანსპორტო და 8 საფეხმავლო შუქნიშანი , ასევე ზებრა გადასასვლელები და 2 კონტროლირებადი ღილაკი მოეწყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ „გლობალ სერვისი“ შეასრულა.
რეგულირების შუქნიშნების საშუალებით მოქალაქეს შეუძლია ღილაკის ერთი დაჭერით ავტომობილებს წითელი შუქი აუნთოს და ისე განახორციელოს გადასვლა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა