|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ავტომაგისტრალი აშენდება

რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის 14.7 კმ-იანი  ავტომაგისტრალის მშენებლობა იგეგმება.

აღნიშნული მონაკვეთი „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტში“ შედის და ის ერთ-ერთ რთულ მონაკვეთადაა მიჩნეული. 

 ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის იაპონიასთან  343 მილიონი დოლარის  შეღავათიანი სესხის სახით მიღებას ხელი რამდენიმე დღის წინ მოეწერა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტისთვის გამოყენებული იქნება იაპონური ტექნოლოგიები. პროექტის დასრულება  2023 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით განახორციელებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა