|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როდის და რატომ არის საჭირო რეაბილიტაცია?

ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია არის სამედიცინო სპეციალობა, რომელიც მოიცავს  ფიზიკური და  კოგნიტური ფუნქციის, აქტივობის, მონაწილეობის ხელშეწყობას , პერსონალური  თუ გარემო ფაქტორების მოდიფიკაციას. რაც თავის მხრივ, გულისხმობს   შეზღუდული შესაძლებლობებით მიმდინარე პათოლოგიების პრევენციას, დიაგნოსტიკას, მკურნალობას და რეაბილიტაციურ მართვას ყველა ასაკობრივ ჯგუფში

 

ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის მთავარი მიზანი  პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა

 

რეაბილიტაცია შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა გარემოში, მათ შორის სარეაბილიტაციო ცენტრში, საავადმყოფოში, ამბულატორიულ კლინიკებში და სხვა.

რეაბილიტაცია მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის ერთობლივს მუშაობას, რომელთა წევრები, ერთმანეთთან თანამშრომლობენ პაციენტის ინდივიდუალური  საჭიროებებისა და მიზნების მისაღწევად. რეაბილიტაციის  ჯგუფი შეიძლება აერთიანებდეს  ექიმებს, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტებსოკუპაციურ თერაპევტებს, ფსიქოლოგებს და სხვა  პროფილის სპეციალისტებს, რომელთა ჩართულობა   პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით განისაზღვრება.

 

რეაბილიტაცია შესაძლებელია პრაქტიკულად ჯანმრთელ  ადამიანსაც დასჭირდეს . თუმცა ტრავმის, ოპერაციის, სხვადასხვა  დაავადების  დროს,   ასაკობრივ ცვლილებებთან ასოცირებული ფუნქციური  შეზღუდვების  არსებობისას, აუცილებელია  რეაბილიტაციის კურსის ჩატარება.

 

 მდგომარეობებათა ჩამონათვალი , რომელის დროსაც რეაბილიტაცია  შესაძლოა გახდეს საჭირო,საკმაოდ მრავალფეროვანია. მათ შორისაა:

  • ინსულტი: რეაბილიტაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  იმ ადამიანებისთვის  რომელთაც ანამნეზში თავის ტვინის იშემიური  ან ჰემორაგიული დაზიანება აქვთ. ის მიზნად ისახავს დაკარგული შესაძლებლობებისა და ფუნქციების აღდგენას, როგორიცაა მობილობა, ბალანსი, კოორდინაცია, მეტყველება და .
  • ზურგის ტვინისა და ხერხემლის დაზიანებებიზურგის ტვინის ტრავმის მქონე ადამიანები ხშირად საჭიროებენ რეაბილიტაციას დამოუკიდებლელი მობილობის აღსადგენად. რეაბილიტაციის პროცესი შეიძლება მოიცავდეს ფიზიკურ თერაპიას, ოკუპაციურ თერაპიას და დამხმარე მოწყობილობების გამოყენების ათვისებას.
  • თავის ტვინის ტრავმული დაზიანება: რეაბილიტაცია აუცილებელია თავის ტვინის ტრავმული დაზიანების მქონე პაციენტებისთვის, რეაბილიტაცია  ეხმარება მათ კოგნიტური და ფიზიკური ფუნქციების აღდგენაში.
  • ორთოპედიული დაზიანებები : რეაბილიტაცია ჩვეულებრივ საჭიროა ისეთი ორთოპედიული დაზიანებებისას, როგორიცაა: მოტეხილობა, სახსრებისა და მყესების დაზიანება და . . რეაბილიტაციის მთავარი  მიზანი  ფუნქციური შესაძლებლობების აღდგენაა, რაც  ფიზიკური თერაპიის, ვარჯიშისა და ზოგჯერ ოკუპაციური თერაპიის დახმარებით მიიღწევა
  • ქრონიკული ტკივილი: რეაბილიტაცია ეხმარება ქრონიკული ტკივილის მქონე პირებს სიმპტომების მართვასა და ფუნქციურ გაუმჯობესებაში. ეს შეიძლება მოიცავდეს ფიზიკურ თერაპიას, ტკივილის მართვის ტექნიკას და ცხოვრების სტილის ცვლილებას

 

რეაბილიტაცია უნდა იყოს მორგებული თითოეული პაციენტის საჭიროებაზე. რეაბილიტაციის კონკრეტული გეგმა დგინდება  მდგომარეობის, პაციენტის და სპეციალისტის  მიზნების მიხედვით. სწორედ ამ პრინციპით მუშაობს სპეციალიზირებული ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრი. ცენტრის მაღალკვალიფიური ექიმები აქტიურად მუშაობენ ისეთი სარეაბილიტაციო პროგრამის შესაქმნელად, რომელიც სასურველი მიზნის მიღწევაში დაეხმარება პაციენტს. დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ საიტს: https://rehabilitation.ge/ 

 

ცენტრში შესაძლებელია უმაღლესი სტანდარტებითა და თანამედროვე აღჭურვილობებით ისეთი სერვისების მიღება, როგორიცაა

ელექტროთერაპია, ულტრაბგერითი თერაპია, ულტრაფონოფორეზი, მაგნიტოთერაპია, ლაზეროთერაპია, ვაკუუმთერაპია, დარტყმით-ტალღოვანი თერაპია, ღრმა ოსცილაცია, ტრაქცია, PRP თერაპია, პასიური მოძრაობის თერაპია და სხვა.




ავტორი: ნიუპრესი