|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ გადავიხადოთ კომუნიკაციების საფასური თიბისი ფეიზე?

თიბისი ფეი არის ონლაინ პლატფორმა, სადაც შეგიძლია დაფარო ყველა ტიპის გადასახადი ერთ სივრცეში. პროცესი სწრაფია და სასურველი სერვისის პოვნასაც მარტივად შეძლებ.

კომუნიკაციები – ანუ ინტერნეტი, ტელეფონი და ტელევიზია სერვისების პანელში ერთადაა მოცემული. აქ იპოვი 83 პროვაიდერსა და სერვისს და შეძლებ გადაიხადო როგორც ცენტრალური და სახელმწიფო სერვისები, ასევე პატარა რეგიონული პროვაიდერების მომსახურების გადასახადიც.

გადახდის შესასრულებლად, პირველ რიგში, პროვაიდერი უნდა იპოვო და შესაბამის გვერდზე გადახვიდე. იქვე დაგხვდება ველი, სადაც ჩამონათვალში შენი მომსახურების სახელი უნდა ამოირჩიო, მერე კი შეიყვანო ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი ან აბონენტის ნომერი და დაასრულო გადახდა. თუ კატეგორიებით ძებნა არ გინდა, მაშინ საძიებო ველის საშუალებით შეგიძლია იპოვო სასურველი პროვაიდერი და პირდაპირ დაიწყო გადახდა.

თიბისი ფეიზე ნებისმიერი სერვისის გადახდას რეგისტრაციის გარეშე შეძლებ, მთავარია, გქონდეს წვდომა ინტერნეტთან. გადახდების რაოდენობა
შეზღუდული არაა და შეგიძლია დაფარო იმდენი სერვისი, რამდენიც გსურს.

აქვე გახსოვდეს, რომ თუკი დარეგისტრირდები, მაშინ ერთჯერადად შეიყვან შენს პირად მონაცემებს და ყოველ შემდეგ გადახდაზე ინფორმაცია
ავტომატურად შეივსება. აბონენტების ნომრის დამახსოვრება ან ქვითრების შენახვაც აღარ გიწევს - გამოდის, რომ თიბისი ფეი შენ მაგივრად იმახსოვრებს ყველა ნომერს. აქვე გაითვალისწინე, რომ შეგიძლია შეინახო ელექტრონული ქვითარი და, საჭიროების შემთხვევაში, ამობეჭდო კიდეც.

თუკი შენს პირად კაბინეტს შექმნი, მაშინ ხარჯების კონტროლი ბევრად გაგიმარტივდება. აქ ნახავ ტრანზაქციების ჩამონათვალს და შეგიძლია შეადარო, როგორ იცვლებოდა შენი გადახდები ყოველთვიურად.

თიბისი ფეი მაქსიმალურად ზრუნავს შენი გამოცდილების გამარტივებაზე. შედეგად, გადასახადების დაფარვის არცთუ ისე სასიამოვნო პროცესი ბევრად უფრო სწრაფი და კომფორტული ხდება. შენ შეგიძლია გადარიცხო თანხა ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს და დაიტოვო მეტი დრო სხვა საქმეების მოგვარებისთვის.

ესტუმრე www.tbcpay.ge-ს და გაიმარტივე გადახდის პროცესი.
თიბისი ფეის აპლიკაციის გადმოწერას კი აქედან შეძლებ:

iOS:
Android:

ავტორი: ნიუპრესი