|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ უნდა ვენდოთ მათ აშენებულს? - უბისა-შორაპანის მონაკვეთზე მშენებარე გზის ნაწილი ჩამოიშალა

 როგორ უნდა ვენდოთ მათ აშენებულს?, ყველაფერის როგორ უნდა გვეშინოდეს?, - აცხადებენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში რომლებიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთზე მეწყრული პროცესების შედეგად მშებებარე გზის ჩამოშლის ფაქტს ეხმიანებიან. 

მომხდარს  საავტომობილო გზების დეპარტამენტი გამოეხმაურა და მომხდარი უხვად მოსულ ნალექს დაუკავშირა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე მეწყრული პროცესების გამო ჩამოშლილ ფერდთან დაკავშირებით.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობის პროცესში, მე-10 კმ-ზე არსებულ მეწყერულ ფერდზე, პროექტით გათვალისწინებულია ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოების ჩატარება.

სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებულ (ტორკრეტირებული) ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია.

ამჟამად მიმდინარეობს ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები, რის შემდეგაც განახლდება პროექტით დაგეგმილი სამუშაოების წარმოება.

სამშენებლო ობიექტი მიმდინარეა და ბუნებრივია, სამუშაოები დასრულებული არ არის. შესაბამისად, ანაზღაურება მშენებელ კომპანიასთან მოხდება სამუშაოების სრულად დასრულების და საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებისა და მიღების შემდგომ“, - აცხადებს გზების დეპარტამენტი.

 

ავტორი: ნიუპრესი