|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ ხდება ტერფის დიაგნოსტიკა?

ტერფის დიაგნოსტიკა და სკანირება პათოლოგიის არსებობისა და ტერფის დეფორმაციის ზუსტი ხარისხის დადგენის საშუალებას გვაძლევს. ამიტომ მცირე პრობლემების შემთხვევაშიც კი  მისი ჩატარება აუცილებელია, განსაკუთრებით, ისეთი დავადებების დროს, როგორიცაა:

  •   დიაბეტური ტერფი;
  •  აქილევსის მყესის ანთება;
  •  ქუსლის დეზი;
  •  პლანტარული ფასციტი.

მათ შორის ბრტყელტერფიანობა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მისი ყველაზე ხშირი ფორმა კი - სტატიკური ბრტყელტერფიანობაა, როდესაც ტერფს რეგულარულად ჭარბი დატვირთვა აქვს. შეიძლება ეს წონის მატებასთან ან პროფესიულ საქმიანობასთანაც იყოს კავშირში.  

მედიცინის თანამედროვე მიდგომებით უკვე შესაძლებელია, ბრტყელტერფიანობის შედეგად გამოწვეული სირთულეების თავიდან აცილება. დღესდღეობით, ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკის წყალობით, დეტალური ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძის, თაღის მდგომარეობისა და სხვა მონაცემების შესახებ. კომპიუტერული პლანტოგრაფია - ეს არის თანამედროვე ციფრული კვლევის მეთოდი, რომელიც  ტერფის პირდაპირ სკანირებას გულისხმობს. ის ზომების დამახინჯების გარეშე გვაძლევს ხარისხიანი სურათების მიღების შესაძლებლობას. პროგრამა ახდენს პარამეტრების, ინდექსების, კუთხეების ანალიზსა და გათვლას, რაც გვაძლევს სხვადასხვა დარღვევების დადგენის, ბრტყელტერფიანობის გამოვლენისა და ბრტყელტერფიანობის ტიპის განსაზღვრის საშუალებას. ტერფის პლანტოგრაფია უზრუნველყოფს ხარისხიან და სწრაფ გათვლებსა და ასრულებს სკანირებას სამ განზომილებაში, რაც იძლევა საშუალებას ზუსტად შეირჩეს ინდივიდუალური ღაბაში (სუპინატორი). 




ავტორი: ნიუპრესი