|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორი უნდა იყოს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი?

როგორ კანდიდატურას მისცემენ ხმას ქუთაისში მომავალ არჩევნებში? - ამ კითხვით "ნიუპრესმა" ადგილობრივებს მიმართა.

 გამოკითხულთა ერთი ნაწილის აზრით, მაჟორიტარი დეპუტატის ინსტიტუტი საერთოდ გასაუქმებელია. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ კანდიდატს  მისი დაპირებების მიხედვით აირჩევენ. სხვები კი აქცენტს მის პიროვნულ თვისებებზე აკეთებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2016 წლის მოწვევის პარლამენტში  ქუთაისს საკანონმდებლო ორგანოში  სამი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.

 როგორი უნდა იყოს  ქუთაისელთა რჩეული, ნახეთ ჩვენს სიუჟეტში. 

 

ავტორი: ანა ჯიქია, ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა