|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რუსთავი 2"-ის გუნდზე თავდასხმაში მონაწილეები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

 წყალტუბოში, "რუსთავი 2"- ის ჟურნალისტებზე თავდასხმის და ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირი: 2000 წელს დაბადებული მ.შ. და 2000 წელს დაბადებული გ.მ. სასამართლომ  3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლა. 

 დაკავებულებს ბრალად ედებათ, რომ მათ  წყალტუბოს სოფელ ზედა მესხეთში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი და ოპერატორს  სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს  ჯგუფურად  თავს დაესხნენ  და ხელი შეუშალეს  მათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ძალადობა) და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელის შეშლა) მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი ედიშერ მუშკუდიანი და ოპერატორი ბაკურ ჩიხლაძე წყალტუბოში იმ არასრულწლოვანი გოგოს ოჯახში იმყოფებოდნენ, რომელიც საკუთარი 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს ფიზიკურად მაშინ გაუსწორდნენ, როდესაც ავტომობილში სხდებოდნენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა