"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი მრავლობითი დაზიანებით კლინიკაში რჩება
სამაუწყებლო კომპნია "რუსთავის 2"-ის ჟურნალისტი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.
ინტერვენციულის მედიცინის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორის თამარ ჯანელიძჳს განცხადებით, ჟურნალისტს მრავლობითი დაზიანება აქვს.
"პაციენტს აქვს ქალა ტვინის ტრავმა. ჩაუტარდა შესაბამის კვლევები, დაუდგინდა დიაგნოზი - პლევმოცეფალია, თავის ძვლის მოტეხილობა, თვალბუდის ქვედა კიდის მოტეხილობა, თვალის კაკლის დაჟეჟილობა და ცხვირის ზედაპირული ტრავმა აქვს. ამჟამად მოთასებულია ნეიროქირურგიულ განყოფილებაში. საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებს, მდგომარეობა სტაბილურია"-განაცხადა თამარ ჯანელიძემ.
ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დღეს დაესხნენ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















