|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„რუსული კანონის“ მოწინააღმდეგებმა ქუთაისში აქცია-მსვლელობა გამართეს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მოწინააღმდეგეებმა აქცია-მსვლელობა გამართეს ქუთაისში. ისინი ჯერ ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო შემდეგ მსვლელობით "ქართული ოცნების" ქუთაისის ოფისთან გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კანონის ქართული და უცხოური ვერსიები წაკითხული აქვთ და არ მოსწონთ, ქართულ ვერსიაში გარკვეული ქვეყნების ჩამკეტი მექანიზმი რომ არ არსებობს.

აქციის მონაწილეების თქმით, დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლება კანონს მალე გაიწვევს. მსველობამ დღის ბოლოს მერიასთან გადაინაცვლა.

ავტორი: ნიუპრესი