|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი გაიზარდა

 ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 30 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 581 031ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 26,9 მლნ აშშდოლარის ღირებულების ღვინო, რაც15%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

 

იანვარ-აპრილის თვეების მონაცემებით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი - 5 925 933ბოთლი;
  2. უკრაინა -1 488 737 ბოთლი;
  3. ყაზახეთი- 1 281 100ბოთლი;
  4. ჩინეთი - 779 425 ბოთლი;
  5. პოლონეთი - 682 522ბოთლი.

 

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი -  84% (5925933), უკრაინა - 70% (1488737), ჩინეთი - 58% (779425),  პოლონეთი - 31% (682 522), ლიტვა - 37% (183636), ყირგიზეთი - 171% (107646),  გერმანია - 23% (104950), ბელარუსი - 31% (134120), დიდიბრიტანეთი - 72% (50128)დასხვა.

 

ამასთან, მსოფლიოს 11 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 799 700 ბოთლი (0,75 ლ) ბრენდი, რაც 86%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 6, 4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  43%-ს აღწევს.

 

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინო მასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 47,4 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის 4 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 33,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

(R)

 

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა