|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

S&P Global-მა სს “საქართველოს რკინიგზის” რეიტინგი გააუმჯობესა

სარეიტინგო კომპანია S&P Global-მა 16 დეკემბერს სს “საქართველოს რკინიგზის” რეიტინგი გააუმჯობესა. განახლებული ანგარიშის მიხედვით კომპანიის რეიტინგი BB- „სტაბილური“ გახდა.

პროგნოზის გაუმჯობესება მეტწილად განაპირობა რკინიგზის ტვირთბრუნვის ზრდამ და შესაბამისად საოპერაციო მაჩვენებლების მკვეთრმა გაუმჯობესებამ. 

ასევე აღსანიშნავია, რომ პოზიტიური ცვლილებით რეიტინგში სს “საქართველოს რკინიგზა”, საქართველოს სახელმწიფოს რეიტინგს  BB „სტაბილური“,  მხოლოდ ერთი ნიშნულით ჩამორჩება. რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს რკინიგზის ბოლოდროინდელ წარმატებულ საქმიანობასა და სტაბილურობაზე.

S&P Global ათწლეულებია საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტორების ერთ-ერთი ფავორიტი სარეიტინგო კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ურყევი რეპუტაციით სარგებლობს.

რაც შეეხება სარეიტინგო კომპანია Fitch_ს, იგი უკვე ორი წელია კომპანიას BB- “სტაბილური“ რეიტინგს უნარჩუნებს.

ავტორი: ნიუპრესი