|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესატანად ქუთაისში ხელმოწერების შეგროვება გრძელდება

ოპოზიციურ პარტიათა ლიდერები ქუთაისში ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ. დღეს ისინი ლეონიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდნენ და საარჩევნო კოდექსში  შესატან ცვლილებებზე მიაწოდეს ინფორმაცია. მათი თქმით, სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელია, არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს და მაჟორიტარული არჩევის წესი გაუქმდეს.

,,დღეს მოსახლეობას აქვს ორი უმთავრესი მოთხოვნა, ერთი, ივანიშვილის რეჟიმის დასრულება, რისთვისაც საარჩევნო კოდექსის ცვლილება ყველაზე დემოკრატიულ და ცივილურ გზად მიგვაჩნია და მეორე, ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება,  რათა ძალათა ბალანსი ოპოზიციის სასარგებლოდ იყოს. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი სტრატეგია ხალხის მოთხოვნის შესაბამისი იყოს" - განაცხადა გიორგი თევდორაძემ.

ოპოზიციური პარტიები კამპანიის ფარგლებში მილიონი ხელმოწერის შეგროვებას გეგმავენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა