|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საუბნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსი იწყება

საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობის შესარჩევი კონკურსი საოლქო კომისიებში 1 სექტემბრიდან დაიწყება და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება, ამის შესახებ დღეს  ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.  მისი თქმით,  საუბნო კომისიებიის შემადგენლობის შერჩევა კანონის შესაბამისად მოხდება.  

"ცესკოში შევიდა 28 666 კონკურსანტის განცხადება.  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსი საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება 1-5 სექტემბრის პეროიდში, ხოლო 6 სექტემბრიდან დაიწყება  7 უფლებამოსილი პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ნომინირება-დანიშვნა. პარტიების მიერ დასანიშნ წევრთა რაოდენობა ყველა უბანზე ჯამში შეადგენს 25 445 წევრს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისათვის და შესაბამის სხდომებზე დასწრება შეუძლიათ რეგისტრირებული პარტიების წარმომადგენლებს, დამკვირვებლებსა და მედიას"-განაცხადა  ანა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, კომისიის შემადგენლობა 13 წევრისაგან შედგება, საინადა 7 წევრს პოლიტიკური პარტიები ნიშნავენ,  6  კი დამოუკიდებელი წევრია.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა