"საბაგირო გზით მგზავრობის ღირებულების შემცირება მეპატრონის ქველმოქმედებაა"
ქუთაისში არსებული საბაგიროთი მგზავრობის საფასური ბოლო დღეების განმავლობაში ორჯერ შეიცვალა. საბაგირო ქალაქის ცენტალურ უბანს "გაბაშვილის პარკთან" აკავშირებს.
შპს "გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის" მენეჯერის კახა კუხიანიძის განცხადებით, ძველ ფასზე დაბრუნების მიზეზი მეპატრონის მიერ გაწეული ქველმოქმედება გახდა.
"საბაგიროს საკუთარი ხარჯები უნდა დაეფარა, რამაც ფასის გაორმაგება გამოიწვია. თუმცა შემდეგ ვისაუბრეთ და გადაწყდა, რომ საბაგირო შიდაბიუჯეტურად დაფინანსდება. ეს მეპატრონის მიერ გაწეული ქველმოქმედებაა, ჯერჯერობით ასე იქნება,“- განაცხადა კუხიანიძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საბაგიროს ფასი 50 თეთრიდან 1 ლარამდე გაიზარდა.
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















