|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს ფილიალის წარმომადგენლები დაერქმევათ

ქუთაისის ააიპი "ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალის" ხელმძღვანელებს სახელი შეეცვლებათ და მათ " ფილიალის წარმომადგენლები" დაერქმევათ-  გადაწყვეტილება დღეს ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. 

 დებულებაში  შეტანილი ცვლილების თანახმად,  საბავშვო ბაღებს შესაძლებლობა ეძლევათ,  ხელშეკრულებით ცეკვის მასწავლებლები აიყვანონ.

საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის კახი დვალიშვილის განმარტებით, მათ განსხვავები მოსაზრება ჰქონდათ ბაღებში ცეკვის მასწავლებლების მიზანშეწონილობის შესახებ. "5 წლამდე ასაკის ბავშვებზე ასეთი დატვირთვა, სავარაუდოდ,  მიზანშეწონილი არ არის"- განაცხადა მან.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ხმა მისცეს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის საარჩევნო ბეჭვდითი სააგიტაციო მასალების /პლაკატების/ გასაკრავი ადგილების გამოყოფისა და წინასაარჩევნო კამპანიის /აგიტაციის/ ჩასატარებელი შენობა–ნაგებობების ნუსხაში ცვლილებების შეტანას.

აზრთა სხვადასხვაობა კი  შპს „დეკორასათვის“ სარგებლობაში ავტოქარხანაში, მათი ოფისის წინ არსებული ტროტუარის გადაცემის საკითხმა.  დეპუტატების აზრით, ტროტუარიების კერძო მფლობელობაში გადაცემა არ უნდა ხდებოდეს.

ქუთაისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე სამი საკითხი განიხილა. 

სხდომას ქუთაისის მერობის კანდიდატი "შენების მოძრაობიდან" ალუდა გოგლიძიძე ესწრებოდა, მას დეპუტატებისათვის სიტყვით მიმართვა ფქონდა დაგეგმილი, თუმცა ამის შესაძლეძლებლობა არ მიეცა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა