|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჩხერის სასტუმროში მოთავსებული 40 მოქალაქიდან 11 თვითიზოლაციაში გადავიდა

საჩხერეში, სასტუმროში მოთავსებული 40 მოქალაქიდან დღეს 11 თვითიზოლაციისთვის საკუთარ სახლებში გადავიდა.

სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, იზოლაციაში დარჩენილი 29 მოქალაქიდან თავს ყველა კარგად გრძნობს და მათ შემოწმება უტარდებათ.

მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ასევე დამაკმაყოფილებელი სამი ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა, მკურნალობა სიმპტომების და გართულებების გარეშე მიმდინარეობს.

პაციენტები ბოქსირებულ პალატაში არიან მოთავსებული. კლინიკაში ამ ეტაპზე ანალიზების პასუხებს არ ელოდებიან.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა