|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საერთაშორისო ტექ-კომპანია Thoughtworks რეგიონში პირველად თიბისი ჯგუფთან ითანამშრომლებს

საერთაშორისო ტექნოლოგიურმა საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks-მა თიბისი ჯგუფთან თანამშრომლობა დაიწყო, რაც Thoughtworks-ის  პირველი პარტნიორობაა რეგიონში.

კომპანია Thoughtworks ტექნოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში თიბისის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაში დაეხმარება და Microsoft, AWS (Amazon Web Services), Google Cloud და სხვა წარმატებულ კომპანიებთან პარტნიორობით მიღებულ ცოდნას გაუზიარებს. Thoughtworks-თან პარტნიორობა თიბისისთვის დიდი წინსვლაა ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რადგან სიახლეების მიწოდების სიხშირესთან ერთად, გაიზრდება მიწოდებული პროდუქტისა და მომსახურების ხარისხი.

ტექნოლოგიური საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks გლობალურ მასშტაბებზე მოთამაშე წამყვანი ორგანიზაციაა. გამოცდილი პროფესიონალები თიბისის გუნდს საჭირო რჩევებითა და ტექ. პროექტებში უშუალო (Hands-on) ჩართულობით უზრუნველყოფენ, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში დაგროვებულ გამოცდილებას გაუზიარებენ და ტექ-სამყაროს გამოწვევებისთვის ფეხის აწყობაში დაეხმარებიან.

ავტორი: ნიუპრესი