|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საირმეში აქციის მონაწილეების მიერ გზის გადაკეტვის მცდელობას დაპირისპირება მოყვა

საირმეში გაფიცულებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოყვა. სამარათალდამცველებმა მათ გზის გათავისფლებიკენ მოუწოდეს და უთხრეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კანონიერ ზომებს მიმართავდნენ.

აქციის მონაწილეებმა გზოს გადაკეტვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათი თქმით, მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი უთხეს. ისინი ხელფასების დარიცხვას და პროცესში ხელისუფლების ჩართულობას ითხოვენ.

სამართალდამცველებმა გზის გადაკეტვის უფლება არ მისცეს და აქციის მონაწილეების გარიდება სცადეს.

როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, გზის გადაკეტვა დაუშვებელია.  ამასთან, მათი თქმით, აქციის მონაწილეთა ნაწილი არაფხიზელ მდგომარეობაშია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა