მარიხუანას მოხმარებისთვის ჯარიმის გაუქმების მოთხოვნას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს
მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების შესახებ „გირჩის“ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს.
დავის საგანია ის კონსტიტუციური ნორმა, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ სასჯელს, კერძოდ 500 - ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მარიხუანას მოხმარება პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს წარმოადგენს და ზიანი შესაძლოა მხოლოდ მომხმარებელის ჯანმრთელობაზე აისახოს.
"მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო მიყვება იმავე ლოგიკას, რა ლოგიკაც გამოიყენა გასული წლის ნოემბერში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რითაც არაკონსტიტუციურად გამოცხადდა განმეორებით მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და გამოიტანს შესაბამის დადგენილებას, რაც ნიშნავს იმას, რომ მარიხუანას მოხმარებაზე 500-ლარიანი ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმდება. სხვა რა ლოგიკა შეიძლება განავითაროს სასამართლომ, ჩემთვის წარმოუდგენელია", -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















