„სამსახურს თავი დავანებე, რადგან ადაპტირებული ავტობუსის არ არის“
ქუთაისში მცხოვრები შშმ პირები წლებია ერთსა და იმავე პრობლემაზე საუბრობენ, ეს არის ადაპტირებული ავტობუსი, რომელიც ძალიან სჭირდებათ გადაადგილების შეზღუდვის მქონე ადამიანებს.
"ძალიან გვჭირდება სარეაბილიტაციო ცენტრი 21 წელს ზევით ბენეფიციარებისთვის. სახელმწიფო მხოლოდ 18 წლანდე აფინანსებს. მერე მიტოვებულები ვართ ღვთის ანაბარა. ვინც პირველი ჯგუფის ინვალიდია, იმას 150 ლარი აქვს პენსია, მე პირადად მეორე ჯგუფი მაქვს და 100 ლარი მერიცხება. არაფერში არ მყოფნის. მჭირდება მასაჟები, გამოკვლევები, მკურნალობა. ამისთვის კი მხოლოდ 100 ლარი არ არის საკმარისი. იქნებ გაითვალისწინონ ეს ახალ თვითმმართველობაში და სოციალურ პროგრამებში დაამატონ რაიმე პუნქტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას ჩავიტაროთ უფასო გამოკვლევები"-ამბობს ასმათ ჯანგავაძე.
"არაერთხელ მივმართეთ ადგილობრივ თვითმმართველობას წერილობით, პირადი თხოვნით, შევაგროვეთ ხელმოწერები, რომ ქუთისში თუნდაც ერთი ავტობუსი შემოეყვანათ, რომელიც ადაპტირებული იქნებოდა ჩვენისთანა ადამიანებისთვის. იმის გამო, რომ ტრანსპორტი არ გვყავს, სამსახურშიც ვერ დავდივართ. ერთ-ერთ ცენტრში ვმუშაობდი, ყოველ დღე ტაქსით მიწევდა წასვლა, პენსია პირველი ჯგუფის ინვალიდისთვის, მხოლოდ 150 ლარია, ეს ფული მხოლოდ ტაქსებში დავხარჯე და იძულებული გავხდი თავი დამენებებინა სამსახურისთვის," - განაცხადა ეტლით მოსარგებლე ქეთი ჭიღლაძემ შეზღუდული შესაძლელობების მქონე პირებთან შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა პროექტის "მხარი დაუჭირე ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას" ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
პროექტის მიზანია ამომრჩეველი ქალების საჭირობების გამოვლენა და არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლება, რათა ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















