|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიის პოლიციაში დაკითხვაზე მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გამოუშვეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ორსაათიანი გამოკითხვის შემდეგ პოლიციის შენობა დატოვა. დავით ზაქრაძემ მომხდარის შესახებ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა განმარტა, რომ მასზე ზეწოლა არ მომხდარა, იარაღი კი მისი იყო, რომელიც პოლიციას ჩააბარა.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მათი თანაგუნდელი ამ დროისთვის შინ იმყოფება.

მომხდარს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების დაშინებას უკავშირებს დევი ჭანკოტაძე. "ნაციონალური მოძრაობის" სამტრედია- წყალტუბო-ხონისა და ვანის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, მათი აქტივისტი დღეს პოლიციას 7 საათი უკანონოდ დაკავებული ჰყავდა, რაც მათი აქტივისტების დაშინების მცდელობაა.

შეგახსენებთ,  დილით სოფელ გომის თემში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის სახლი გაჩხრიკეს.  პარტიის წევრების თქმით, მათი წევრი რამდენიმე საათის განმავლობაში გაურკვეველ ადგილზე ჰყავდათ გადაყვანილი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი