|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტი მაასტრიხტში წარადგინეს

საქართველოს პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტი მაასტრიხტში წარადგინეს, რომელიც ევროს დაბადების ადგილად მიიჩნევა. ბანკნოტი, რომლის რაოდენობა ლიმიტირებული და ხუთი ათას ცალს შეადგენს, კომპანია TRESURIUM-მა ევროპელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა და ის ევროპის ცენტრალური ბანკის თანხმობით შეიქმნა.

საკოლექციო ბანკნოტი მდიდარია სიმბოლური ელემენტებით, რომლებიც საქართველოს მრავალსაუკუნოვან კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას განასახიერებს. ბანკნოტზე გამოსახულია ქვევრი და დატანილია წარწერა „შენ ხარ ვენახი“.

საკოლექციო ბანკნოტის შექმნაზე მსოფლიოს წამყვანი დიზაინერებისა და სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფი ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა ცნობილ ქართველ მხატვარ გია ჯაფარიძესთან და კალიგრაფიის ქართველ ოსტატთან დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით. ქართულ-ნიდერლანდური თანამშრომლობის პროექტი დასრულდა 2023 წლის ბოლო თვეს, როდესაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო.

„საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან ერთად, TREASURIUM-მა გადაწყვიტა, აღნიშნოს ეს დიდი ხნის ნანატრი მიღწევა  მსოფლიოში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილის პატივსაცემად. საქართველომ მსოფლიოს ღვინო აჩუქა, რომელიც არის ანტიკური დროიდან ზეიმის მთავარი ელემენტი“, – აღნიშნავს კომპანია TREASURIUM.

ცნობისთვის, ბანკნოტები ნიდერლანდების ერთ-ერთ უძველეს, ევრობანკნოტების ლიცენზირებულ სტამბაში Royal Joh. Enschedé-ში დაიბეჭდა. 1703 წელს დაფუძნებულ სტამბას ფასიანი ქაღალდებისა და ბანკნოტების ბეჭდვის სამსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს. 1814 წლიდან კომპანია ნიდერლანდების სახელმწიფოს ბანკნოტების ოფიციალური გამომშვები იყო. აღნიშნული კომპანია ევროკავშირის ხუთი ქვეყნისთვის ბეჭდავს ევროს ბანკნოტებს.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.54%
გაუარესდა - 52.07%
არ შეცვლილა - 12.4%
სულ - 121 ხმა