|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ბრიუსელში ევროპის სარკინიგზო გაერთიანების (CER) გენერალურ ასამბლეას დაესწრო

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ბრიუსელში ევროპის სარკინიგზო გაერთიანების (CER) გენერალურ ასამბლეას დაესწრო.

რიგით 71 ასამბლეაზე ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა 2022 წელი შეაჯამეს და 2023 წლის გეგმებზე ისაუბრეს.

გაერთიანების ხელმძღვანელმა, ალბერტო მაცოლამ დელეგატებს 2023-ში განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალი გააცნო: მათ შორისაა ევროპის სარკინიგზო მიმოსვლის მოცულობების გაზრდა, ეკოლოგიური მდგრადობა და მწვანე სტატუსის შენარჩუნება, სარკინიგზო სექტორისთვის დამატებითი ინვესტიციების მოძიება, ერთიანი საბილეთო სისტემის შექმნა, კერძო ინვესტიციების მოზიდვა და ასევე სოციალური საკითხები, კერძოდ ქალების როლის გაძლიერება და მათი ჩართვა რკინიგზის სფეროში.

გენერალური ასამბლეა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა. ღონისძიების დასასრულს დელეგატებმა მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა