|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს რკინიგზის ორგანიზებით, მულტიმოდალური მარშრუტის CASCA+ -ის ექვსმხრივი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს რკინიგზის ორგანიზებით,  ბათუმში,  მულტიმოდალური მარშრუტის  CASCA+ -ის მორიგი ექვსმხრივი შეხვედრა გაიმართა.  საქართველოს,   ყირგიზეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის და  თურქეთის  სარკინიგზო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა  ბოლო პერიოდის გადაზიდვების მაჩვენებლები, არსებული გამოწვევები და სამომავლო განვითარებისა და მარშრუტის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს. 

საქარველოს რკინიგზამ სამუშაო შეხვედრაზე  მარშრუტის განვითარების ახალი სტრატეგია წარადგინა, რომლის მიხედვითაც, დამატებითი ხარჯებისა და რესურსების დაზოგვის გზით,  გადაზიდვების პირობები გაუმჯობესდება  და  მხარეებს შორის   სწრაფი და უწყვეტი კომუნიკაცია განხორციელდება. წარდგენილი რეორგანიზაციის გეგმა  შეხვედრის მონაწილეებმა მოიწონეს და დაისახა გეგმის რეალიზების  შემდგომი  ნაბიჯები. 

ქართული მხარის ინიციატივით, მულტიმოდალური მარშრუტის ერთიანი გამჭოლი ტარიფის შემუშავების და გადაზიდვების დროის ოპტიმიზაციის მიზნით, პირველად, საერთაშორისო მულტიმოდალური მარშრუტის არსებობის მანძილზე, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო დახურული სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის კასპიის ზღვის სანაოსნო“  - ASCO -მ , რომელიც ოპერირებს ბაქო-თურქმენბაშის საზღვაო მონაკვეთზე, როგორც საბორნე ასევე საფიდერო გემებით. ერთობლივი გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში მომზადდება და გაფორმდება ხელშეკრულება საზღვაო გადამზიდავთან.  

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ერთხმად დაამტკიცეს წინადადება  აღნიშნულ მარშრუტზე სხვა ქვეყნების (ტაჯიკეთის, რუმინეთის და ბულგარეთის) რკინიგზების მიერთების მიზანშეწონილობის შესახებ. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა