საქართველოს რკინიგზის საუკეთესო შედეგი სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით
საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებელი რეკორდულად იზრდება. 2025 წლის იანვარში, კომპანიამ წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14%-ით მეტი -მილიონ ასოცდასამი ათასი ტონა ტვირთი გადაზიდა.
30% - ით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი. ხოლო, 37%-ით საკონტეინერო გადაზიდვების ნაწილში. დეტალურად, რომ გავმიჯნოთ - ნავთობპროდუქტების გადაზიდვების მაჩვენებლები გაზრდილია 21%-ით, ქიმიკატების 35%-ით, ხოლო მშრალი ტვირთის 70%-ით.
როგორც საქართველოს რკინიგზაში აღნიშნავენ, კომპანიის მიზანია ზრდის ამგვარი ტენდენციის წლის მთლიან ჭრილში შენარჩუნება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



21:02
















