|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს გერმანიას დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე  ბოლო შეხვედრას  დღეს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება და პირდაპირ ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.
გერმანიის ნაკრებთან დაპირისპირების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა.  ცხადაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონებთან რთული მატჩი ელის, თუმცა ამის მიუხედავად მისი გუნდი სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.
" ჩვენ ვთამაშობთ მსოფლიო ჩემპიონებთან და იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიამ ბოლო თამაში წააგო, მძიმე მატჩი გველის. ფსიქოლოგიურად ჩვენ უფრო თავისუფლები ვართ, ვიდრე გერმანიის ნაკრები, რადგან ჩემი ფეხბურთელები წნეხის გარეშე ითამაშებენ. ჩვენი მთავარი მიზანია, შედარება გავაკეთოთ იმ მატჩთან, რომელიც მარტში გერმანიის ნაკრებთან წავაგეთ. მაინტერესებს, რა მდგომარეობაში ვართ ახლა, იგივე დონის გუნდთან.  რა თქმა უნდა, შანსი ყველა გუნდს აქვს. მძიმე მატჩი გველის, მაგრამ თუ სწორად ვითამაშებთ, შანსი გვექნება. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრებს წინა მატჩში ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, ირლანდიის ნაკრებმა აჩვენა, რომ სწორი თამაშის ხარჯზე წარმატების მიღწევა შესაძლებელია. ეს ფეხბურთია, შეიძლება ყველაფერი მოხდეს", - განაცხადა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა.

 

 

წყარო:interpressnews.ge

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.69%
გაუარესდა - 51.02%
არ შეცვლილა - 14.29%
სულ - 98 ხმა