საქართველოს სკოლებში სწავლა დაიწყო
დღეიდან საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა. სასწავლო პროცესი ქუთაისის 38 სკოლაში ერთდროულად ჰიმნისა და დროშების ფონზე დაიწყო.
ქალაქის სკოლებში წელს პირველად 2 665–მდე პირველკლასელი წავიდა, მათ საჩუქრად ლეპტოპები და წიგნები გადაეცათ.
2017–2018 სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ქუთაისის ნომერ პირველი საჯარო სკოლიდან მიულოცეს ქალაქის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა და იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა.
საზეიმო მიღება გაიმართა მესამე საჯარო სკოლის წინ.
წელს რეაბილიტაცია ქუთაისის 9 სკოლაში მიმდინარეობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















