|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს უმეტეს რაიონში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

14 სექტემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, რომ ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა-ელჭექით, მათ შორის იწვიმებს თბილისშიც, ძირითადად საღამოსა და ღამის საათებში. აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, კახეთში მოსალოდნელია სეტყვა.

11 სექტემბერს, დღისით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 22–27 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 26–31 გრადუსი, თბილისში – 30 გრადუსი.

12–14 სექტემბერს, დღისით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 22–30 გრადუსი იქნება; აღმოსავლეთ საქართველოში კი 26–31 გრადუსი, თბილისში – 31 გრადუსი.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა