როდის დასრულდება 2019-2020 სასწავლო წელი საქართველოში? - პრემიერის განმარტება
მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები კი 15 ივნისს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
"საქართველოში 2019-2020 წლები აკადემიურ წლად არ გამოცხადდება. ჩვენთან სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ „ტელესკოლის“ საშუალებით ჩატარდა ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში და მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები კი 15 ივნისს. ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და მათი თარიღი გამოცხადდება ივნისში,“ - აღნიშნა პრემიერმა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა


17:22
16:31
14:20
12:16
















