|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაცული ტერიტორიები 729 296 ვიზიტორმა მოინახულა

დაცული ტერიტორიების მნახველთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

 სააგენტოს განცხადებით 2017 წლის 8 თვის მონაცემებით, ვიზიტორთა 58 % (423 528) ქართველია, 42% (302 768) კი - უცხოელი.  მხოლოდ აგვისტოს თვეში დაცული ტერიტორიები 227 541-მა ვიზიტორმა მოინახულა, რაც 43 000-ით მეტია, ვიდრე შარშან.
2017 წლის რვა თვის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობა ასე გამოიყურება: 
პრომეთეს მღვიმე-125906 ვიზიტორი
მარტვილის კანიონი -120434
სათაფლიას - 71 997
ოკაცეს კანიონი  -57 404 

წინა წელთან შედარებით ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 28%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა - 38%-ითაა გაზრდილი.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა