სათამაშო ბიზნესის სფეროში ჯარიმები იზრდება
სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები გაიზრდება, - აღნიშნულს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში შევიდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული განმარტებითი ბარათის თანახმად, მოქმედი სანქციები „ვერ ასრულებს რეალურ შემაკავებელ ფუნქციას“ და ხშირ შემთხვევაში ნებართვის მფლობელებისთვის უფრო ეკონომიკურად გამართლებულია მოთხოვნების დარღვევა და ჯარიმის გადახდა, ვიდრე წესების სრულად დაცვა.
ცვლილებები შეეხება როგორც ფიზიკურ კაზინოებსა და სლოტ კლუბებს, ისე ონლაინ აზარტული თამაშების ორგანიზატორებს.
საუბარია იმ სალიცენზიო მოთხოვნების შეუსრულებლობაზე, რომლებიც 25 წლამდე პირების თამაშს კრძალავს, ასევე საჯარო მოსამსახურეთა და აკრძალულ პირთა სიაში მყოფი პირების თამაშის აკრძალვას ითვალისწინებს, ასევე სხვა პირობების შეუსრულებლობაზე, რაც მომხმარებელთა იდენტიფიკაციას, ჩანაწერების წარმოების და აღრიცხვას შეეხება.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოქმედი სანქციები სამინისტრო აღნიშნავს, რომ სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევები გახშირდა, ხოლო ჯარიმებიდან მიღებული ბიუჯეტის შემოსავლები წლიდან წლამდე იზრდება.
კანონპროექტის მიხედვით, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელებისთვის სანქცია 7,000 ლარიდან 20,000 ლარამდე იზრდება. სათამაშო აპარატების სალონებისთვის ჯარიმა 1,000 ლარის ნაცვლად 10,000 ლარი იქნება, ხოლო აზარტული კლუბებისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მქონე პირებისთვის - 2,000 ლარის ნაცვლად 10,000 ლარი.
ამასთან, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორებისთვის სანქცია 7,000 ლარიდან 20,000 ლარამდე იზრდება.
ავტორი:

18:17
18:14
14:04
11:42
















