|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "სახლი #1" -ის სართულების დემონტაჟს შპს "ლ.ს.ნ." შეასრულებს

ქუთაისში თამარ მეფის ქ. #10/12-ში მრავალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის დემონტაჟს შპს ლ.ს.ნ. შეასრულებს. კომპანიამ მერიის 70828 ლარიან ტენდერში 50 777 ლარად გაიმარჯვა. კომპანია პირობების თანახანმად 7 სართულიანი კორპუსში ორი სართულის დემონტაჟს განახორციელებს.

კერძო კომპანიის ტერიტორიაზე სართულების დემონტაჟი შეუძლებლად მიაჩნია ოპოზიციას და აცხადებენ, რომ მესაკუთრე კერძო ტერიტორიაზე ამის უფლებას მერიას არ მისცემს. ასევე კითხვის ნიშნები აქვთ მფლობელის მიერ მერიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, ზარალის დაფარვის საკითხთან.

ოპოზიციის შიშებს არ იზიარებენ მერიაში და აცხადებენ, რომ დემონტაჟი კანონიერად ხდება და კომპანიას ამ დრომდე სასამართლოსთვის არ მიუმარა.

  "ოპოზიციამ კარგად იცის, რომ ეს არის კანონიერი ქმედება. უკანონო მშენებლობის გამო კომპანიამ უკვე გადაიხადა 1000 ლარიანი ჯარიმა, რითაც აღიარა, რომ მათი მშენებლობა უნებართვოდ მიმდინარეობდა, შესაბამისად, მათ არ ქონიათ რაიმე პრეტენზია ჯერჯერობით და არც სასამართლოში წასულა საქმე, თუმცა ყველას აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს და გაასაჩივროს, ჩვენც თავს დავიცავთ ყველა ინსტანციაში "-განაცხადა ზვიად ჯავახიამ. მისი თქმით, სამუშაოების დასრულების შემდგომ  კომპანია  დემონტაჟზე გახარჯულ თანხას ნებით, ან იძულების წესით სრულად დაფარავას.

რაც შეეხება პროცესში გამოვლენილ ხარვეზს და მიმდინარეობის დროს დაზიანებულ რაიმე ქონებას, ზვიად ჯავახიას განცხადებით, ამის დაფარვის ვალდებულებას კომპანიას ეკისრება.

ტენდერის პირობების თანხმად, დემონტაჟი 1-ელი აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით მოხდება.

 



 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა