|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„საზოგადოებრივი მაუწყებელს“ ახალი არხი „პარლამენტის არხი“ დაემატება

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი -  საპარლამენტო არხის დაარსებით ქართული დემოკრატიისათვის მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებას ვიწყებთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა  საქართველოს პარლამენტის და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე.

 მისივე განცხადებით, დემოკრატიული საზოგადოებისათვის სანდო ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომა ჰაერივით აუცილებელია.  

„დღეს, საპარლამენტო არხის გახსნით, პარლამენტის საქმიანობაზე პირდაპირი საზოგადოებრივი კონტროლი კიდევ უფრო უმჯობესდება. პოლიტიკით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მარტივად შეძლონ ჩვენი საპარლამენტო ცხოვრების პერიპეტიებში გარკვევა და სათანადო დასკვნების უშუალო დაკვირვებით გამოტანა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

 

მემორანდუმს ხელი  მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა. მემორანდუმის თანახმად, „პარლამენტის არხის“ ამოქმედებისა და ფუნქციონირების ტექნიკურ-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა მოხდება და დღეიდან საპარლამენტო ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება. 

 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი