|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სესხები მრავალმხრივი საჭიროებისთვის ერთ სივრცეში

ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი აუცილებლობის წინაშე ვდგებით, რაც მეტწილად ფინანსურ რესურსებს უკავშირდება. რაც უფრო სწორად და მარტივად შეძლებთ საჭირო კაპიტალის მოძიებას, მით უფრო კომფორტული და დამოუკიდებელი ცხოვრებით შეგიძლიათ ისიამოვნოთ. არ აქვს მნიშვნელობა საქმე უძრავი ან მოძრავი ქონების შეძენას ეხება, თუ საკუთარი საქმის დაწყებას - სესხის აღება ნებისმიერ შემთხვევაში მიღებული პრაქტიკაა.

როგორ ავიღოთ სესხი მარტივად?

სესხის აღებამდე განსაზღვრეთ თქვენი საჭიროებები, პრიორიტეტები, შესაძლებლობები და შეარჩიეთ გამოცდილი კომპანია თანამშრომლობისთვის. დღესდღეობით, MBC ადგილობრივ ბაზარზე ნდობით სარგებლობს, რადგან სესხების მრავალფეროვან არჩევანთან ერთად, ყველაზე შეღავათიანი პირობების შექმნაზე მუდმივად ზრუნავს. კომპანიის ფინანსისტებთან გაიარეთ უფასო კონსულტაცია სასურველი კრედიტის
აღების ნებისმიერ ეტაპზე, შეარჩიეთ სასურველი თანხის მოცულობა და თქვენს შემოსავლებზე მორგებული გადახდის კლებადი გრაფიკით ისარგებლეთ, რაც ვალდებულების დაფარვის პროცესს კიდევ უფრო გაგიმარტივებთ.

რა ტიპის სესხები მოქმედებს MBC-ში?

პოპულარულ საფინანსო პროდუქტებიდან ბიზნეს სესხი, ავტო და იპოთეკური სესხები შეგვიძლია გამოვყოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ემბისიში განაცხადის გაკეთება შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე სერვის ცენტრებში. სესხის თითოეული ტიპის აღებისას კომპანია განიხილავს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ კრედიტით უკვე სარგებლობთ და პირობები არ
გაკმაყოფილებთ, ემბისიში სხვა კომპანიიდან პორტირებაც მარტივად შეგიძლიათ.

ბიზნეს სესხის პირობები

კომპანია გასცემს ორი ტიპის სესხს: ქონებით უზრუნველყოფილი სესხი 2000-დან 100 000 ლარამდე და სესხი უზრუნველყოფის გარეშე 500-დან 10 0000 ლარამდე. ყოველთვიური შენატანით თანხის ძირითად ნაწილთან ერთად პროცენტიც იფარება.

ავტო სესხის პირობები

20 წლის და უფროსი ასაკის ნებისმიერ მომხმარებელს, ავტო სესხის ასაღებად დასჭირდება ID ბარათი, ან პასპორტი და მანქანის რეგისტრაციის მოწმობა. მნიშნველოვანია ისიც, რომ ავტო სესხით სარგებლობისას კრედიტის დაფარვამდე ავტომობილი მომხმარებლის საკუთრებაში რჩება, შემოსავლების დადასტურება კი არ მოითხოვება.

იპოთეკური სესხის პირობები

ემბისი არ გზღუდავთ სესხის აღების მიზნობრიობის მიხედვით. იპოთეკური სესხის აღება შეიძლება რემონტისთვის, სახლის/ბინის/საოფისე ფართის/მიწის ნაკვეთის შესაძენად, ან მიმდინარე ვალდებულებების დასაფარად. შესაბამისი უზრუნველყოფით 100 000 ლარამდე გრძელვადიანი კრედიტი გაიცემა.

რაც ასევე მნიშნველოვანია, ემბისი გაძლევთ საშუალებას თავი დააღწიოთ ე.წ. კერძო იპოთეკარს - დაპორტირდეთ სწრაფად და მარტივად სანდო ორგანიზაციაში და არ გახდეთ თაღლითური სქემის მსხვერპლი, რაც დღესდღეობით არცთუ ისე იშვიათია.

რა მიზნის განსახორციელებლადაც არ უნდა აპირებდეთ კრედიტის აღებას, მთავარია ზუსტად იცოდეთ რა გსურთ. რისკების განსაზღვრასა და კრედიტის აღების სრული პროცესის გამარტივებაში ემბისი უმნიშვნელოვანეს დახმარებას გაგიწევთ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა