|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეარჩიე საბავშვო საწოლები ონლაინ

შვილის დაბადებას ყველა მოუთმენლად ელის. მშობლები წინასწარ იჭერენ თადარიგს, რათა  შეიქმნან სათანადო პირობები  პატარას  ოპტიმალური და ჰარმონიული განვითარებისთვის. მშობლები ცდილობენ, ოთახი მაქსიმალურად მყუდრო, ფუნქციონალური და კომფორტული იყოს.

 

 სიცოცხლის პირველ თვეებში ახალშობილები დროის უმეტეს ნაწილს საწოლში ატარებენ.  ამიტომ, საბავშვო საწოლის არჩევას პასუხისმგებლობით და ყურადღებით უნდა მოეკიდოთ.  საწოლი უნდა იყოს  მაღალი ხარისხის მასალისგან დამზადებული, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და, რა თქმა უნდა, ლამაზი.

ბავშვის ჯანსაღი ძილი და სიმშვიდე საწოლის კომფორტულობასა უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული.

 მშობლებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა გადაადგილების სიმარტივე, მშობლის საწოლთან კომბინირების შესაძლებლობა, ნივთებისა და სათამაშოების შესანახი უჯრის არსებობა.

არსებობს ბავშვის საწოლების რამდენიმე ტიპი:

 

  • კლასიკური საწოლი
  • საწოლი ტრანსფორმერი
  • საწოლი არენა
  •  აკვნის ტიპის სარწეველა

 

  თითოეულს თავისი უპირატესობა აქვს. ხის მასალისგან დამზადებული კლასიკური საწოლი შეგიძლიათ 3 წლამდე გამოიყენოთ. ის მყარი და უსაფრთხოა, უმეტესობა აღჭურვილია უჯრებით.

 

საწოლი - ტრანსფორმერი ყველაზე პოპულარულია. ის მეტად ფუნქციონალურია, აქვს სათავსოები და ბავშვის ზრდასთან ერთად შეიძლება გადაკეთდეს მოზარდის საწოლად.  გამოიყენება 10-12 წლამდე.

 

  საწოლი არენა (მანეჟი) მსუბუქი და ადვილად ტრანსპორტირებადია. ძირითადად მზადდება მეტალისა და პლასტიკისგან. შეიძლება ადვილად გადაიტანოთ ოთახიდან ოთახში. გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით და ფერებით. 

 

აკვნის ტიპის სარწეველა–საწოლი ყველაზე კომფორტული და მყუდროა ახალშობილისთვის, მაგრამ გამოიყენება მხოლოდ 6 თვის, მაქსიმუმ ერთი წლის განმავლობაში.

 

საწოლის შერჩევისას ბავშვის უსაფრთხოებისთვის გაითვალისწინეთ, რომ

  • საწოლს არ უნდა ჰქონდეს მახვილი კუთხეები, უსწორმასწორო გვერდები და უხეში ზედაპირები
  • ფსკერი უნდა იყოს მყარი და რეგულირებადი
  • საღებავის, ლექის და წებოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს ტოქსიკური ნივთიერებები
  • რიკულებს შორის მანძილი 7–8 სმ უნდა შეადგენდეს
  • მნიშვნელოვანია ჩამოსაწევი გვერდის არსებობა

 

 ინტერნეტ მაღაზია Be.ge. ბავშვის საწოლების დიდ არჩევანს გთავაზობთ.  მაღაზიის საიტზე წარმოდგენილია  ყველა შესაძლო ტიპის  ANTEL, BABY HOPE, GANDYLYAN, HAUCK, LORELLI და სხვა ცნობილი ბრენდების საბავშვო საწოლები ნებისმიერი გემოვნების და  შესაძლებლობის მქონე მყიდველისთვის. 

 

 Be.ge საუკეთესო პირობებს სთავაზობს დაინტერესებულ მომხმარებელს. საიტის დახმარებით შეგიძლიათ მომწოდებლის ფასად შეიძინოთ სასურველი ნივთი ან მიიღოთ  მნიშვნელოვანი ფასდაკლება ან  საჩუქრები აქციის ფარგლებში. კომპანია თანამშრომლობს საქართველოს წამყვან ბანკებთან, რაც შესაძლებლობას გაძლევთ ისარგებლოთ ონლაინ განვადებით. 

 

დიდი ნივთების შეძენას ამარტივებს Be.ge-ს საკურიერო მომსახურება, რომელიც უფასოა თბილისის მასშტაბით, ხოლო ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში მიტანის საფასური დაბალია. 

ინტერნეტ მაღაზია Be.ge. უზრუნველყოფს თქვენთვის ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციას, დაგეხმარებათ  საწოლის შერჩევაში და დაგიზოგავთ დროს და ენერგიას, რომელიც ძალიან დაგჭირდებათ ბავშვის შეძენის შემდეგ.

ავტორი: ნიუპრესი