|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეჩერდეს უნიკალური ხეების ჭრა! - აქცია ქუთაისში მშენებარე ტექნოლოგიური უნივერსიტეტთან

 შეჩერდეს უნიკალური ხეების ჭრა! - ამ მოთხოვნით  ქუთაისში, მუხნარის ტყეში აქცია გაიმართა. სამოქალაქო მოძრაობის წევრები ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის გამო 109 ძირი, უნიკალური ჯიშის ხის მოჭრას აპტროტესტებენ.

მათი თქმით, ნებართვაში არ არის განმარტებული ხეების მოჭრის მიზეზები.

"ვაპროტესტებთ ნებართვას, რომლითაც ხეების მოჭრა მიმდინარეობს. ერთი, რომ ეს ხეები უნიკალური ჯიშის არის და მისი მოჭრა არ შეიძლება, მეორეც, ნებართვაში არ არის განმარტება, რატომ არის აუცილებელი ხეების მოჭრა. ჩვენ მოვითხოვთ შეჩერდეს მოჭრა. ამასთან, ნებართვის გამცემი და ზედამხედველი არის ერთი ორგანიზაცია და ვერავინ გააკონტროლებს, რამდენად სწორად ხდება ჭრა. არც ისაა ცნობილი, სანაცვლოდ დაირგვება თუ არა ახალი ნერგები "-განაცხადა ორგანიზაციის წევრმა გვანცა ჩოგოვაძემ.

მისი ინფორმაციით, ხეების ნაწილი უკვე მოჭრილია და პროცესი გრძელდება.,, მიუხედავად იმისა, რომ  წინა წლებში ქუთაისის მერი აცხადებდა, რომ ხეები არ მოიჭრებოდა , არამედ, პირიოქით, მოხდებოდა ტერიტორიის გამწვანება.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშაოების გამო 109 ძირი ხის მოჭრაზე ნებართვა გაიცა.

მუხნარის ტყეში უნივერსიტეტს ფონდი "ქართუ" აშენებს. მშენებლობა 2016 წელს დაიწყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა