"შენების მოძრაობას" ქუთაისში მერობის კანდიდატი ეყოლება"
"შენების მოძრაობას" ქუთაისის მერის პოსტისათვის თავისი კანდიდატურა ეყოლება, ამის შესახებ "ნიუპრესს" ქუთაისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ კახი დვალიშვილმა განუცხადა.
"ეროვნული ფორუმი არ დაშლილა, ჩვენ როგორც პარტია გავერთიანდით "მოძრაობა შენებისათვის", რაც ცნობილია საზოგადოებისათვის, ვემზადებით არჩევნებისათვის, მიმდინარეობს საარჩევნო შტაბის ჩამოყალიბება, კანდიდატების შერჩევა. მოძრაობა კანდიდატს დაასახელებს მერის პოსტზე", -განაცხადა კახი დვალიშვილმა.
"შენების მოძრაობას" ქუთაისში უკვე თავისი ოფისიც აქვს და ის აღმაშენებლის #62-ში მდებარეობს. თუ ვინ უხელმძღვანელებს ქუთაისში ადგილობრივ ინფორმაციას დვალიშვილი არ აკონკრეტებს. მისი თქმით, ეს ინფორმაცია კანდიდატების წარდგენის დროს გახდება ცნობილი.
ქუთაისის საკრებულოდან აღნიშნულ მოძრაობას კახი დვალიშვილთან ერთად ყოფილი რესპუბლიკელი რობინზონ წინწკალაძე შეუერთდება.
შეგახსენებთ, შენების მოძრაობა "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილმა ლიდერმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დაარსა, მოძრაობაში შედის ეროვნული ფორუმი კახა შართავას ხელმძღვანელობით, მოგეხსენებათ, გუბაზ სანიკიძემ ოპოზიციური სპექტრის გაერთიანების მიზნით ფორუმი დატოვა და ნინო ბურჯანაძის პარტიაში გადავიდა.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















