|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„შენების მოძრაობის“ სახელით მერობისთვის ქუთაისში ალუდა გოგლიჩიძე იბრძოლებს

„შენების მოძრაობის“ სახელით მერობისთვის ქუთაისში ალუდა გოგლიჩიძე იბრძოლებს.  ქუთაისისა და თელავის მერობის კანდიდატები დავით უსუფაშვილმა დღეს წარადგინა.

როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, კანდიდატების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი და ქვეყნის სწორად შენების უნარი იყო. 
„შენების მოძრაობის“ სახელით თელავში გელა გელაშვილი იბრძოლებს. თბილისში კი წარდგენილია თენგიზ შერგელაშვილი. 

ალუდა გოგლიძიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა მნიშვნელოვან თანამდებობებზე, ბოლოს ის ირაკლი ალასანიას "თავისუფალ დემოკრატებს" შეუერთდა.

ალუდა გოგლიჩიძე წარსულში იყო „თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის’’ დირექტორი, თბილისის მერის მოადგილე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #42 საჯარო სკოლის დირექტორი, განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტში პროგრამების მენეჯერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს სამეცნიერო სკოლების განვითარების ალიანსში გამგეობის თავმჯდომარე იყო. 

"შენების მოძრაობაში" გაერთიანებულია "ეროვნული ფორუმი". ქუთაისში მოძრაობას საკრებულოს წევრები კახი დვალიშვილი და ყოფილი "რესპუბლიკელი" რობინზონ წინწკალაძე წარმოადგენენ.



 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა