|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შიდსით ინფიცირების 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო  ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის 19 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 10 608 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 7945 – მამაკაცი და 2663 – ქალია, 2263 პაციენტი გარდაიცვალა. 

მათივე ცნობით, წელს აივ ინფექციის 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

არვ (ანტირეტროსულ) თერაპიას იტარებს 6000-ზე მეტი პაციენტი, მათ შორის 42 – ბავშვი.

რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიული განაწილების მხრივ –აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, აფხაზეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლში, გურიაში, სამცხე-ჯავახეთში და ა.შ.

ავტორი: