|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნატო ქათამაძე: "შოთა მურღულია და ქეთი დეისაძე ვერ შეთანხმდნენ"

ქეთი დეისაძის ბრალდებას ნატო ქათამაძე პასუხობს. დეპუტატის განცხადებით, მან პოსტი გასულ წელს გამოაქვყნა, თუმცა არ უთქვამს, რომ განსხვავებული აზრის ადამიანები თანამდებობაზე არ უნდა იყვნენ.

"პოსტი, რომელზეც დეისაძე საუბრობს, გასულ წელს გამოვაქვეყნე.  თუმცა, იქ არ ვამბობ, რომ არ უნდა იყოს განსხვავებული აზრის ადამიანი თანამდებობაზე. მე დავწერე, ააიპის პიარი არ უნდა ყოფილიყო ისეთი ადამიანი,  რომელიც ოპოზიციური პარტიის ლიდერს თავის შეფად მიიჩნევს", – განაცხადა ქათამაძემ, რომელიც აცხადებს, რომ დეისაძე სამსახურიდან  მის პოსტის  გამო არ გაუშვიათ. დეპუტატი ამის რეალურ მიზეზად ქალაქის მერსა და ბაღების პიარს  შორის შეუთანხმებლობას მიიჩნევს.

"მე ამას არ დავარქმევდი პოლიტიკურ დევნას, ეტყობა, შოთა მურღულია და ქეთი დეისაძე რაღაცაზე ვერ შეთანხმდენენ, რაც გახდა იმ გადაწყვეტიების მიზეზი, რაც  გაერთიანებამ მიიღო. პოლიტიკური ნიშნით დევნა არ ყოფილა, რადგან  მურღულიას პერიოდში სხვა სამსახურში გადაიყვანეს და სამი წელი მუშობდა. პოლიტიკური ნიშნით გაშვება რომ ნდომოდათ, აქამდე გაუშვებდნენ. გამომდინარე აქედან, მოხდა რაღაც, რაც მე არ ვიცი და იცის ამ ორმა ადამიანმა",–განაცხადა ნატო ქათამაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქეთი დეისაძე მის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და აქვეყნებს პოსტებს, სადაც ნატო ქათამაძე მის პოლიტიკურ გემოვნებაზე საუბრობს, რის გამოც მოხდა მისი გაშვება.

ქათამაძის განცხადებას, მურღულიასა და დეისაძის შორის არსებულ შეუთანხმებლობაზე, აფსურდულად მიიჩნევენ ქუთაისის მერიაში.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი