|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საქართველოს ხედვა სრულ შესაბამისობაშია FAO-ს პრიორიტეტებთან და მიზნებთან"

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპის რეგიონული კონფერენციის 30-ე სესიას ესწრება. ღონისძიება 4-6 მაისს თურქეთში, ქალაქ ანტალიაში თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის მინისტრის პატრონაჟით იმართება. სესიაში მონაწილეობს ევროპის და ცენტრალური აზრიის რეგიონის FAO-ს წევრი ყველა ქვეყნის და დამკვირვებლის სტატუსით მონაწილე ქვეყნების დელეგაციები, გაეროს სპეციალიზებული სააგენტოები.

სესიის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა შეხვედრა, სადაც სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების მხარდასაჭერად, ათასწლეულის გამოწვევის მიზნების შესრულებისთვის FAO-ს წევრი სახელმწიფოების მთვარობების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები განიხელეს.

,,კონფერენციის ძირითად  მიზანს, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მცირე ფერმერთა მხარდაჭერის, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების, ბიომრაფალფეროვნების და გენეტიკური რესურსების შენარჩუნების მიზნით, 2016-2017 წლების თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის,  უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში სურსათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა,  სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდა, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კონფერნეციის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  გენერალურ დირექტორთან,  გრაციანო და სილვასთან.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა FAO-ს გენერალურ დირექტორს  ის ძირითადი პროექტები გააცნო, რომელთა განხორციელება უახლოეს მომავალში იგეგმება. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა FAO-ს  საქართველოს ოფისს სამინისტროს საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის.

,,სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ეფექტიანად განხორციელებისთვის,  მნიშვნელოვანია FAO-ს ტექნიკური დახმარება. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ,,ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითართებისთვის“ (ENPARD) პროგრამის მეორე ფაზის შესაბამისად, სოფლად განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო, სადაც FAO-ს ექსპერტთა ჩართულობა ასევე მნიშვნელოვანი იქნება. გარდა ამისა, ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ევროკავშირთან  საკანონმდებლო დაახლოების პროგრამაზე. სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანდაცვის, მათ შორის, ცხოველთა იდენტიფიკაციის და მიკვლევადობის სისტემის დანერგვის უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს დაგეგმილი რეფორმების სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე FAO-ს გენერალური დირექტორი გრაციანო და სილვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, მცირე და საშუალო ფერმერების მხარდამჭერი პროქტების და სოფლად განვითარების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე ღონისძიებებით დაინტერესდა და აღნიშნა,  რომ FAO მიესალმება საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში  მიღწეულ პროგრესს.

,,ბერლინში, გამოფენის ,,მწვანე კვირეულის“  ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე  ვისაუბრეთ იმ ძირითად გამოწვევებზე, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე იდგა. მისასალმებელია,   რომ  დღეს სახეზეა მნიშვნელოვანი პროგრესი.  თქვენ გაქვთ სწორი ხედვა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია FAO-ს პრიორიტეტებთან და მიზნებთან. ჩვენ გავაგრძელებთ  თანამშრომლობას  და გვჯერა, რომ ათასწლეულის გამოწვევის  მიზნები მიღწეული იქნება.   შევძლებთ სიღარიბის დაძლევას, უსაფრთხო და უვნებელი სურსათის მიწოდების უზრუნველყოფას და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას”, - აღნიშნა    გრაციანო და სილვა.

(R)

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა